პოლიცია: დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ტერორისტები 5 წუთში აიღებენ

0
504

ბრიტანელმა პოლიციელებმა, პრაქტიკული ექსპერიმენტის დროს დაადგინეს, რომ ტერორისტებს, რომლებიც ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრას გადაწყვეტენ, ამისთვის 5 წუთზე მეტი არ დასჭირდებათ, – წერს გაზეთი The Telegraph-ი.

ექსპერიმენტის დროს, პოლიციელები ტერორისტების როლს ასრულებდნენ და ​ტემზის მხრიდან პარლამენტში იოლად შეაღწიეს. თემთა პალატის დარბაზამდე მისასვლელად მათ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. “ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა, რომ რეალური თავდასხმის შემთხვევაში 100 დეპუტატი რამდენიმე წუთში დაიღუპება”, – წერს გაზეთი.

ამ საპოლიციო ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების მიზნით, რამდენიმე რეკომენდაცია მოამზადეს. პოლიცია აცხადებს, რომ ტემზაზე დამცავი ბარიერები უნდა დამონტაჟდეს, რომელთა საშუალებითაც, მდინარის მხრიდან შენობასთან მიახლოება შეუძლებელი გახდება.

22 მარტს, ლონდონში, დამნაშავე ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტთან მანქანიდან გადმოხტა და დანით დაჭრა პოლიციელი. დაიღუპა 4 ადამიანი, 40 დაშავდა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here