ქლორის ღრუბლების გამო, დიდ ბრიტანეთში ხალხის ევაკუაცია მოხდა

0
473

სამაშველო სამსახურებმა დიდი ბრიტანეთის სამხრეთით, “ქლორის ღრუბლების“ გამო, ბიჩი-ჰედის სანაპიროდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი შეაწუხა  ცრემლდენამ და ყელის ქავილმა.

სამაშველო სამსახურებმა სანაპიროზე ევაკუაცია გამოაცხადეს. ადგილობრივებს კი კარების და ფანჯრების დაკეტვა ურჩიეს. სანაპიროზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, ღრუბელი ზღვის მხრიდან გამოჩნდა. მისი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here