გიორგი აბაშიშვილი: ვერტმფრენი წყალზე ავარიული დაშვებისას გადაბრუნდა

0
257

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერტმფრენი წყალზე ავარიული დაშვებისას გადაბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის პილოტისა და ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არავინ დაზიანებულა.  ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და სრული სურათი მათი მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გიორგი აბაშიშვილის განხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად, მეგობარი ქვეყნების დახმარებით  კვლავ ინტენსიურად მიიმდინარეობს.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here