პერსონა 2017 დიანა ზოიძე

0
251

საქართველოს წარმატებული ადამიანების გამოვლენის პროცესი ჯერ კიდევ წარმატებით მიმდინარეობს, 50 წარმატებულ ადამიანს ბორდი დეკემბრამდე გამოავლენს , რის შემდგომაც გრანდ ფინალი ქალაქ თბილისში გაიმართება , თუმცა მანამდე ქალაქ ბათუმში შემაჯამებელი გალა ივენთი ა დაგეგმილი , სადაც ნომინანტები მთელი საქართველოდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. აქვე პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ არა ჩვეულებრივი ქალბატონი დიანა ძოიძე, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ და ქალაქ ბათუმში დიდი ძალისხმევის შედეგად თვალის ინოვაციური კლინიკა ოკულუს მედი დააფუძნა.
დიანა ზოიძე< ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გვერდით წარვდგე „პერსონა 2017“-ის ნომინანტად-რეგიონის სამედინო განვითარების სფეროში წვლილის შეტანისათვის. ნომინაცია მაძლევს საშუალებას ვისაუბრო კლინიკა „ოკულუსმედი“-ს მიზნებსა და ამოცანებზე, როგორც დღემდე, ასევე სამომავლო გეგმებზე.


ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ღირებული საქმე ჩემი კუთხის ხალხისათვის, ვინაიდან ამ სფეროში მიწევდა მოღვაწეობა ვხედავდი თუ რამდენად უჭირდა გადაადგილება რეგიონის მოსახლეობას თბილისამდე. გადავწყვიტე ოფთალმოლოგიური მომსახურების სფერო დამენერგა და გამევითარებინა ქ. ბათუმში, რაც შესაზლებლობას მისცემდა პაციენტს ადგილზე მიეღო მაღალკვალიფიციური ექიმების რჩევა დარიგება, დაესვა ზუსტი დიაგნოზი და სწორი მკურნალობა. რითაც შესაძლებელი ხდება პაციენტის ეკონომიური ხარჯების შემცირება.
ვინ იყვნენ ის ადამიანები , რომლებმაც შეძლეს თქვენი დახმარება?
საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ გეგმა გავანდე კლინიკა „ახალი მზერა“-ს გენერალურ დირექტორს, პროფესორ ბატონ მერაბ დვალს რადგან ვიცოდი , რამდენად ღირებული იყო მისთვის თვითოეული ადამიანის თვალის ჩინი . გულდასმით მოსმენის შემდეგ მომიწონა დასახული მიზანი და აღმიქვა დახმარება რის შემდეგ მისგან მივიღე იდეური და პრაქტიკული დახმარების სრული პაკეტი. .
მრავალმხრივი დაბრკოლების მიუხედავად 2015 წლის 25 აპრილს დავაფუძნე თვალის კლინიკა „ოკულუსმედი, რის შემდგომაც გაფორმდა მემორანდუმი „ახალი მზერა’სა და „ოკულუსმედი“-ს შორის.
ვინ არიან კლინიკის თანამშრომლები?
კლინიკა დაკომპლექტდა კვალიფიციური ადმინისტრაციითა და მაღალკვალიფიციური მედ- პერსონალით, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით.
სწორი მენეჯმენტითა და დაუზოგავი შრომით სათანადო ადგილი დაიმკვიდრა რეგიონში.
შექმნა „არაფრისგან ყველაფერი“
საქართველოში მრავალი მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგი და ოფთალმოქირურგია,მაგრამ იმ ტიპის ქირურურგიული ჩარევა სადაც საჭიროა ოფთალმოლოგიაში სუბსპეციალობის ფლობა, როგორიც არის რეფრაქციული ქირურგია, რქოვანის ქირურგია დღესდღეისობით იკიდებს ფეხს აჭარაში.
რაც შეეხება ბადურის ქირურგიასა და ბადურის პათოლოგიების დიაგნოსტირებას აჭარაში იქნება მაღალკვალიფიციურ დონეზე. პირდება კლინიკა „ოკულუსმედი“, რომ ყველაფერი განხორციელდება ახლო მომავალში.
მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო კლინიკაში „ოკულუსმედი“ პირველად აჭარაში, დასავლეთ საქართველოში,თუმცა არა მარტო დასავლეთ თბილისის გარდა პირველად ჩვენს კლინიკაში მოხდება ისეთი ოპერაციის განხორციელება როგორიც არის რქოვანის გადანერგვა ორგანოთა ტრასპლანტაცია . თქვენ მოგესნებათ თუ რამდენად დიდი შრომა და პროფესიონალიზმი სჭირდება ამ ტიპის ოპერაციას. პრეოპერაციულ და პოსტოპერაციულ მართვას და დაკვირვებას განახორციელებს არა მარტო საქრთველოში: აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ინდოეთში მოღვაწე ოფთალმოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე. მინდა დავსძინო რაოდენ პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა ბატონი გრიგოლი და რა მიღწევები ინოვაციები აქვს მას თანამედროვე ქირურგიაში.
მადლობა კლინიკა „ახალ მზერას“ უშუალოდ პროფესორ ბატონ მერაბ დვალს იმ შრომისათვის რაც მან გააკეთა აჭარის რეგიონში კლინიკა „ოკულუსმედი“-ს განვითარებისთვის.
მადლობა ოფთალმოქირურგ ბატონ გრიგოლ ქამუშაძეს.
უდიდესი მადლობა საქართველოსა და აჭარის ა/რ მთავრობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
აჭარის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მოქმედ მინისტრს ბატონ ზაალ მიქელაძეს,
მადლობა ბატონ ანზორ ბოლქვაძეს.
მადლობა კლინიკის მენეჯერ ქალბატონ თეონა ზოიძეს და თითოეულ მედ -პერსონალს.
მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს.
ჩვენი კლინიკის დევიზია: „არ არსებობს მიუღწეველი მიზანი“.
მეამაყება რომ ვარ იმ კლინიკის დირექტორი რომელ კლინიკასაც დაარსების დღიდან არცერთი სირთულის გადალახვა არ გასჭირვებია და ნერგავს აჭარის რეგიონში ოფთალმოლოგიაში მკურნალობის უმაღლეს სტანდარტენბს და ხარიხს.
მჯერავს, რომ მომავალი საქმიანობა იქნება იქნება წარმატებული.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here