ტეხასში ქარიშხალის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

0
151

ქალაქ როკპორტში, ქარიშხალი “ჰარვის” დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა. პოლიციელების თქმით, სტიქიამ ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

როკპორტის მერის თქმით, გარდაცვლილი ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც “ჰარვი” ტეხასის აღმოსავლეთ მხარეს გადავიდა. დაღუპულის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალ „ჰარვის“ სიმძლავრე საშიშროების ყველაზე დაბალ, პირველ კატეგორიამდე დაეცა, სინოპტიკოსები ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება არიაზონაში ქარიშხალ „ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here