საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, მარსელში მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ, ტერორიზმს არ უკავშირდება

0
128

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, სავარაუდოდ, ტერორიზმს არ უკავშირდება, – ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალლების ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილი ჯერ ერთ გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, შემდეგ სხვა უბანში მეორე გაჩერებაზე მყოფ ქალს დაეჯახა, რომელიც შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე ინციდენტი მარსელის ძველი პორტის რაიონში, 08:30-დან 09:30 საათამდე მოხდა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here