სააკაშვილი: თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ

0
5452

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინული მედია საშუალებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორ სააკაშვილმა აღნიშნა, თუ უკრაინის პრეზიდენტი შეეცდება საქართველოსთვის მის გადაცემას, ეს რუსეთისთვის გადაცემის ტოლფასი იქნება.

„ვფიქრობ, რომ თუ პოროშენკო შეეცდება საქართველოსათვის ჩემს გადაცემას, ეს შეუძლია, მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან ივანიშვილი ეს არის რუსეთი. თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და სააკაშვილს გაასამართლებდნენ. ის არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი. თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს“,-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის მალე იქნება თავისუფალი.

მისივე განცხადებით, ის არ აპირებს უარი თქვა უკრაინელებთან ერთად უკრაინაში წესრიგი დაამყაროს.

 

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here