ახალგორში, სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

0
352

ახალგორში, დღის მეორე ნახევარში სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავების მომენტში აქტივისტმა შეძლო რადიო თავისუფლების სამსახურის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს დაკავშირებოდა.

როგორც ირკვევა, ის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა გააჩერა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია.

ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ წარედგინება.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here