აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, მამა-შვილმა ბუშებმა იშვიათი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და „სიძულვილის ყველა ფორმა“ დაგმეს

0
1322

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებისა და ნეო-ნაცისტების შარლოტსვილში გამართული მარშირების შემდეგ, ერთობლივ იშვიათ განცხადებაში ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ ამერიკელებმა უარი უნდა თქვან „სიძულვილის ყველა ფორმაზე“.

 
„ამერიკამ ყოველთვის უნდა უკუაგდოს რასობრივი ფანატიზმი, ანტი-სემიტიზმი, და სიძულვილის ყველა ფორმა“, ნათქვამია მამა-შვილის განცხადებაში, რომელიც ორივე მათგანის ოფისმა გამოაქვეყნა.

 
„მაშინ როცა ჩვენ ვლოცულობთ შარლოტსვილისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ფუნდამენტური სიმართლე ქალაქის ყველაზე ცნობილი მოქალაქისაგან, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია ასახული: ჩვენ ყველანი შექმნილები ვართ თანაბრად და მონიჭებული გვაქვს ხელშეუვალი უფლებები ჩვენი შემქმნელისაგან“, აცხადებენ ბუშები და იმოწმებენ თომას ჯეფერსონს. „ჩვენ ვიცით, რომ ეს სიმართლე სამარადისოა, რადგან ჩვენ ვიხილეთ წესიერება და სიდიადე ჩვენი ქვეყნისა“.

 
ყოფილი პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება ერთი დღის შემდეგ გავრცელდა რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ორივე მხარეს დასდო ბრალი შარლოტსვილის ძალადობაში, რომლის დროსაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, როცა კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში 20 წლის მამაკაცი ავტომანქანით შევარდა.

 
ბუშების ერთობლივი განცხადებები იშვიათობაა. დღემდე მათ ეს სულ მცირე ერთხელ -2013 წელს გააკეთეს, როცა მასაჩუსეტის გუბერნატორი პოლ სელუში გარდაიცვალა.

 

იხ.ვრცლად 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here