„თალიბანი“ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს – „ავღანეთიდან სამხედროები გაიყვანეთ“

0
1541

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა “თალიბანი” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილს უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ღია წერილში “თალიბანი” ტრამპს მოუწოდებს ავღანეთიდან შეიარაღებული ძალები სრულად გაიყვანოს.

ღია წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ავღანეთში უცხოური შეიარაღებული ძალების არსებობა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ძალადობასთან. ამასთან, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ავღანეთში აშშ-ის სამხედროებს, “ოკუპაციის ძალებს” უწოდებს.

“თალიბანის” წევრები მიიჩნევენ, რომ ამერიკა შექმნილ ვითარებაზეა პასუხისმგებელი.

 

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here