ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაერთიანება გადაწყვიტა

0
500

ოთხი  ოპოზიციური პოლიტიკური  პარტია: ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთიანდება. მათ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

სოციალურ-პოლიტიკური პლატფორმის  ჩამოყალიბება ჯერ არ დასრულებულა. ისინი, ვინც ამ პლატფორმაში უკვე  არიან გაწევრიანებული, სხვა პროდასავლურ ძალებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკური პარტიები და არაპოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, გაერთიანება აუცილებელია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იკრიბებიან.

„ვიკრიბებით საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, პოლიტიკური პარტიები, არაპოლიტიკოსები, ვისაც სწამს, რომ გაერთიანება არის ერთადერთი გზა, ქვეყნის კრიზისდან გამოყვანის. მთავარი პრინციპი, რასაც ყველას ვთავაზობთ, ეს არის, რომ  პრაიმერის გზით შევარჩიოთ მერობის კანდიდატი, სიის კანდიდატები, მაჟორიტარობის კანდიდატები და დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა საქართველოში“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here