ვიქტორ დოლიძე: პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ

0
171

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თავად რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ  ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს  მხარდაჭერაზე პასუხია.

თუმცა, დოლიძის შეფასებით, პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ:

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ  მაქსიმალურად გონივრულად, გეგმაზომიერად, ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სტაბილურობა რეგიონში არის #1 პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ პრობლემის მოგვარება (და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მოგვარდება ეს პრობლემა) მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ, ეკონომიკური, ადამიანური, ჰუმანური რეინტეგრაციის  ფარგლებში, ჩვენ მარტო მიწები  არ გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეები გვყავს დასაბრუნებელი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, იგივე ჟენევის ფორმატის კიდევ უფრო  გაძლიერებითა და მუშაობით დარწმუნებული ვარ მივაღწევთ იმ ძალის კონსოლიდირებას ჩვენი მხარდამჭერებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, დოლიძე ამბობს, რომ სანქციები  რუსეთის პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის გამოძახილია:

„რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სწორედ ამ შეთანხმებებით ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ დღესაც და ვიმოქმედებთ მომავალშიც“,-განმარტა ვიქტორ დოლიძემ.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here