პრემიერის შეფასებით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობას ემსახურება

0
343

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის თქმით, განცხადებები, რომლებიც რუსული მხარისგან კეთდება, „ემსახურება  საქართველოსთვის  ძალისმიერად  წართმეული რეგიონების  მდგომარეობის დაკანონების მცდელობას“.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რუსეთთან მშვიდობიანი გზით დაარეგულირონ კონფლიქტი, შეარიგონ ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა და გააერთიანონ ქვეყანა.

„მინდა, აღვნიშნო, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება  იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ვართ. ეს არის  საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი  საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და ოკუპირებული ხაზის ორივე  მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს  და მე პირადად, ეჭვი არ მეპარება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here