ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება, რომელიც ახლახანს გავრცელდა

0
550
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა იავნიშვილი საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისევ ისეთ გაჭრივებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალი არარის. ივანიშვილი ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდი ძირეულ გარდაქმნებს ვერ შეძლებდა: “დავდივარ რეგიონებში და ერთხელ ჟურნალისტები შესვენების დროს ჩამეკითხნენ, რა არის თქვენი რეგიონებში სიარულის მიზეზი? მე ვუპასუხე, რომ მოთმინებისკენ მოვუწოდებ ხალხს. რატომ მოვუწოდებ? იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევ ისეთივე გაჭირვებული დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, როგორიც იყო და ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის წვლილი. ძალიან ბევრი უმუშევარია და ძალიან უჭირს ხალხს, შემოსავალიც არ გაზრდია, ან საერთოდ არ გააჩნია ბევრს. როგორც არ ჰქონდა ნაციონალების დროს სამსახური, ისე არა აქვს ახლაც ბევრს.”- განაცხადა ივანიშვილმა. წყარო: გურიის მოამბე

></div>
	<div class=1 811 / 30 ივლისი 2017

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here