10 ჩვევა, რომელიც დაბერების პროცესს აჩქარებს

0
274

გენეტიკაზე ძლიერ არის დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყურებით ამა თუ იმ ასაკში, მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ გახლავთ – ჩვენ თავადვე შეგვიძლია ზეგავლენა ვიქონიოთ დაბერების პროცესზე. გთავაზობთ ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ახალგაზრდობას გვართმევს.

აი, რისგან უნდა შევიკავოთ თავი:

1. ცხიმის რაციონიდან გამორიცხვა

უამრავი ადამიანი უშვებს ამ შეცდომას: ისინი ცხიმის შემცველ პროდუქტებს რიცხავენ რაციონიდან. ასეთი დიეტა აზიანებს ორგანიზმს და კანს: ის ნაადრევად ნაოჭდება.

2. სასმელების დალევა საწრუპავით

როდესაც საწრუპავიდან ვსვამთ, ტუჩების ირგვლივ ჩნდება ნაოჭები. იგივე შემთხვევაა მოწევისას.

Prev

2 / 10

Next

3. გვერდითა მხარეს წოლა

როდესაც გვერდითა მხარეზე ან მუცელზე ვწევართ, სახეს ბალიშში ვრგავთ, რაც ლოყაზე და ნიკაპზე ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.

Prev

3 / 10

Next

4. მოხრილი მხრები

როდესაც მოხრილად დავდივართ, ხერხემალი იღუნება, კუნთები არათანაბრად იძაბება, რაც ტკივილსა და დაღლილობას იწვევს.

5. მზისგან დაცვა მხოლოდ შვებულების დროს

ულტრაიისფერი სხივები კანის ნაადრევი დაბერების ძირითადი მიზეზია. ამიტომ, შეარჩიეთ დღის მზისგან დამცავი საცხი და წაისვით სახლიდან გასვლამდე.

6. ზედმეტი გათბობა შენობაში

გათბობისას ჰაერი შრება, რაც მალევე აისახება თმასა და

კანზე. დაარეგულირეთ გათბობა ისე, რომ

7. შაქრის სრული გამორიცხვა

დიდი ოდენობით შაქარი საზიანოა, მაგრამ სულიერი წონასწორობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოხდენილი ტანი, კარგი განწყობა ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ ხანდახან მიეცით თავს უფლება და მიირთვით ტკბილეული.

8. ტელევიზორის დიდხანს ყურება

ტელევიზორთან გატარებული 1 საათი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 22 წუთით ამცირებს, ეს ეხება ინტერნეტისა და კომპიუტერის მოყვარულებსაც.

9. უძილობა

ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 7 საათი უნდა ეძინოს, უმჯობესია – 8. თუ ნაკლებს დავიძინებთ, ორგანიზმი ვერ მოასწრებს ძალების აღდგენას და ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება.

10. სტრესი

ქრონიკული სტრესი სერიოზულად აზიანებს უჯრედებს, არღვევს მათ რეგენერაციას, შედეგად ორგანიზმი ნაადრევად ბერდება. ხშირად, სტრესს ჩვენ თავადვე წარმოვქმნით არაორგანიზებულობის გამო. ეცადეთ, ყველაფერი დროულად დაგეგმოთ და თავი აარიდოთ ზედმეტ შფოთვებს.

იხ.ვრცლად 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here