ნიკუშა შენგელაიას მეუღლე შეკვეთილიდან ბიძინა ივანიშვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს

0
1594
მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ყოფილი პრემიერი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ბერა ივანიშვილი, ეკა ჭიჭინაძე და ნიკუშა შენგელაია არიან ასახულნი. ფოტოები შეკვეთილშია გადაღებული.

როგორც ჭიჭინაძე კომენტარებში წერს, ფოტოები დღეს რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული.

ფოტოებს უამრავი კომენტარი მოყვა: “ეკა ჩემთან დავდებ ამ სურათებს, რომ ნაცებს გულები დავუხეთქო” – წერს ერთ-ერთი კომენტარში, რომელსაც ჭიჭინაძე პასუხობს: “დადე იქნებ სულ გაგიჟდნენ…15 წუთის წინ გადავიღეთ”

შეგახსენებთ, რომ როცა ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ხმები

გავრცელდა, ივანიშვილების ოჯახის მეგობარმა ეკა ჭიჭინაძემ კატეგორიულად უარყო აღნიშნული და განაცხადა: “დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი”.

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ბოლო თვეებია არ გამოჩენილა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჭორები გააჩინა. ექს-პრემიერი პირველად ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ 23 ივლისს შეკვეთილში, ქეთი მელუას კონცერტზე გამოჩნდა.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here