NDI-ს კვლევით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს

0
833

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, თბილისის მერობის რეიტინგში “ქართული ოცნების” კანდიდატი კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი- 19%,  ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 18% აცხადებს რომ ზაალ უდუმაშვილს მისცემდა ხმას, 5%-ელენე ხოშტარიას.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here