სირიაში ავტობუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 68 ბავშვი დაიღუპა

0
556

სულ მცირე 68 ბავშვია 126 დაღუპულს შორის, რომლებიც სირიაში, ევაკუირებულთა გადამყვანი ავტობუსის აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონიტორინგის ჯგუფი ამბობს, რომ სულ მცირე 109 სირიის მოქალაქე დაიღუპა დამხმარე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და აჯანყებულ ჯარისკაცებთან ერთად, ბევრად მეტი კი -დაშავდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქების დროს ხდებოდა ადამიანების ევაკუაცია:
“მოვუწოდებთ მხარეებს უზრუნველყონ უსაფრთხოება მათთვის, ვინც ევაკუაციას ელის. დღევანდელი თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.”

წყარო (On.ge)

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here