საქართველოს საგარეო უწყება ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

0
148

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და გმობს 2017 წლის 24 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაჯგუფება „თალიბანის” მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას მიმართულს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და იმედოვნებს, რომ ავღანელი ხალხი შეძლებს გამოწვევების დაძლევას სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here