ჯანელიძე: სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება, შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები

0
194

„ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა.

„უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, – განაცხადა ჯანელიძემ.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here