ამერიკასა და საქართველოს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

0
117

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპასა და შუა აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, დანიელ მალანთან ამერიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან აქტიურად არის მხარდაჭერილი. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ისეთ ბაზრებზე პოზიციონირების გააქტიურებას, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიური ბაზრები.

აღინიშნა, რომ აშშ-ის ბაზარზე რეალურად დიდი პოტენციალი აქვს ადგილი დაიმკვიდროს ისეთ აგრარულ პროდუქციას, როგორებიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები, ნატურალური წვენები და ყველი, განსაკუთრებით, თუშური გუდა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის და განსაკუთრებით „საფერავის“ არომატი, ამერიკელი მომხმარებლისთვის საინტერესოა. ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამ ქალაქში – ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებოს ცენტრები, რომლებიც ქართულ ღვინოს უწევენ პოპულარიზაციას და რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას აშშ-ის ბაზარზე.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here