მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

0
237

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს.

როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სანამ ის ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, დასცინოდა, მოქმედი პრემიერი კი, „პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდზე ამერიკის პრეზიდენტთან“.

„დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეჩერდეს, ჩვენ კი, მხარდამჭერები აღარ გვყავს, მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა. ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეო კადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს და მან და მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა?! პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე. ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ, რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here