სკანდალი-“შვიდი ავტომობილი მანანა კობახიძის კომფორტისთვის” ნახევარი მილიონი ლარი !

0
51339

საკონსტიტუციო სასამართლომ შვიდი ავტომობილის შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, ეს იმისათვის ხდება, რომ მანანა კობახიძე კომფორტში იყოს, – აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ძვირადღირებული ავტომობილების

შეძენა საჭირო არ იყო.

“2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ავტოპარკის გასაახლებლად შეიძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ახალი ავტომანქანები. ეს ყველაფერი ხდება იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გაჭირვებულ მოქალაქეებს უხსნიან სოციალურ დახმარებას, ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა მანანა კობახიძისათვის და სხვებისთვის შეიძინოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ავტომანქანები. ეს არის სირცხვილი. მოუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მავნებლური ქმედებები”, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

http://news.coa.ge

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here