კელი: მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს

0
560

„მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქის ექსტრადაციის საკითხზე  საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მთავრობასთანაც, რომ უნდა არსებობდეს ძალიან ზედმიწევნითი შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან. ჩვენს ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები“, – განაცხადა იან კელიმ.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here