უამინდობის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

0
145

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან საჭირო ტექნიკა.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, საავტომობილო  მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად“,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here