ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა – „ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა შედგა“

0
205

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, მის ძირითად არსსა და არგუმენტებს.

„სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე  ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. შევეხეთ სხვადასხვა რეფორმას,  მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმას. ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here