კალაძე: მჯერა გუნდის და თბილისელების თანადგომის – ნათქვამია, „მარტო კაცი ჭამაშიც არ ვარგაო“

0
341

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რათა დედაქალაქი წარმატებული იყოს.

კალაძის თქმით, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„გუნდის ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. მინდა გითხრათ, რომ თბილისის მერობის არჩევის შემთხვვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი წარმატებული იყოს. მჯერა გუნდის და თბილისელების თანადგომის, რადგან ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიც არ ვარგაო და ამ ერთობით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად 1 ივლისს წარადგინა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here