საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

0
487

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით -20.8 მილიარდი აშშ დოლარი (-50.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.8 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარით გაუარესდა.

„2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.7 მლრდ აშშ დოლარია (18.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 61.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 28.5 მლრდ აშშ დოლარი (69.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

http://epn.ge/?id=48279

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here