მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება

0
198

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება და მასთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება.

„არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება. როგორც მოვისმინე, ეს ადამიანი არის საკუთარი, პირადი ვიზიტით ჩამოსული საქართველოში, ხოლო არის თუ არა რაიმე დარღვევა რეჟიმის- ეს შესაბამისი ორგანოების დასადგენია და საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისად, ყველა უწყება კანონის მიხედვით მოქმედებს. ამ შემთხვევაშიც იგივე ნაბიჯები გადაიდგმება“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ შვიდკოის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი აგვისტოს ომის დროს ეკავა.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here