დავით ნარმანია: თუ კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა

0
625

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ კახი კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მინისტრი მისგან მხარდაჭერას მიიღებს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები ძალიან ბევრი თვალსაზრისით მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, კონსულტაციების დასრულებისთანავე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი.

“კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი. თუ მისი კანდიდატურა დასახელდება და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა. საერთო გადაწყვეტილებები იქნება, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან მიმართებით“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის განცხადებით, კონსულტაციებში თავადაც ჩართულია.

 

http://epn.ge/?id=46611

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here