ჩუგოშვილი: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია

0
212

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება და შეესაბამება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.

„მიმაჩნია, რომ ის ცვლილებები, რომელიც შედის კონსტიტუციის სასამართლოსთან დაკავშირებულ თავში, არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი, ამასთან, შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან. რამდენიმე საკითხზე მსჯელობას ვაგრძელებთ. აქაც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება. ერთ-ერთი ცვლილება, რაც ამ ეტაპზე უკვე გათვალისწინებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს შეეხება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბერლინში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე კონფერენცია იმართება.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია ექნება ამ საკითხზე ვენეციის კომისიას.

წყარო

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here