ინტერვიუ მარიამ გოგრიჭიანთან

0
357

– გამარჯობა.

– გამარჯობა.

– უკვე მეორედ ვხვდებით ერთმანეთს, რა შეიცვალა იმ დღიდან დღემდე ქალბატონო მარიამ?

– ბევრი რამ, პროექტი ექიმი 2017 წინ მიიწევს, მაქვს უამრავი სიახლე საზოგადოებისთვის! ასევე სათაო კლინიკა თბილისში გეგმავს ბევრ აქციას.

– შეიძლება გავიგოთ რა სიახლეები?

– დეტალურად ვერ გესაუბრებით იმიტომ რომ კლინიკას უკავშირდება, მაგრამ პირობას გაძლევთ პირველი თქვენი საიტის მეშვეობით გავავრცელებთ ინფორმაციას!

– ცოტა რამ რომ მაინც გაუმხილოთ ჩვენ მკითხველებს?

– კარგი, მე შევთავაზებ საზოგადოებას ისეთ მომსახურეობას რომელსაც კატასტროფულად დაბალი ფასი ექნება! (იცინის) მაგრამ რათქმაუნდა ეს ყველაფერი არ აისახება ხარისხზე! კლინიკა ჩემი ექიმი სწორედ ამიტომაა შექმნილი! კლინიკა რომელიც 10 წელია არსებობს და მოღვაწეობს, ყოველთვის იყო ორიენტირებული საზოგადოების კითილდღეობასა და ჯანმრთველობაზე! ასე რომ ჩვენ ახლაც პროგრესულად ვაზროვნებთ და ვნერგავთ ინოვაციურ იდეებს.

– გასაგებია! მარიამ გოგრიჭიანი ყველამ სამედიცინო სფეროში გაიცნო, საინტერესოა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

– იცით რაა? მოდით ეს საიდუმლოდ დავტოვოთ! (იცინის)

– სულ ცოტა რამ რომ მაინც გვითხრათ!

– გეტყობა რომ კარგი ჟურნალისტი ხარ! წინა შეკითხვაზეც ასე დამტყუე ინფორმაცია! ამჯერად არ გამოვა! საიდუმლოდ დავტოვოთ! (იცინის)

– კარგით მარიამ! მომავალ შეხვედრამდე! მადლობთ რომ დრო დამითმეთ!

– პირიქით თქვენ დიდი მადლობა! მომავალ შეხვედრამდე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here