ივანიშვილის პალმა ტრანსპორტირებისას მისაბმელიდან გადმოვარდა

0
301

პალმის ხე, რომელიც ფოთიდან ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა. მომხდარის გამო ფოთში, ნაბადას უბანში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.

პალმის ხე ამჟამად იმ გადამზიდავი კომპანიის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ტრასპორტირება.

timer.ge 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here