რეისი ბათუმი-სოხუმი

0
395

„რეისი ბათუმი-სოხუმი“ – 2012- წლის 31 აგვისტოს ამ სახელწოდებით გავიდა გემი ბათუმის ნავსადგურიდან სოხუმისკენ. მშვიდობის გამომხატველი რეისი უჩვეულოდ ლამაზი და ემოციური იყო. ღია გემბანზე მომღერლებმა ქართული და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა კი მშვიდობისა და სოლიდარობის ნიშნად აფხაზეთის საზღვართან ცაში თეთრ მტრედები გაუშვეს. გემზე საქართველოს დროშასთან ერთად, ღონისძიების გენერალური სპონსორის, ლუსხარში „ზედაზენის“ დროშა იყო აღმართული. „ყოველივე ჩვენთაგანის ვალია, რომ მოვაახლოვოთ ის დღე როდესაც შევძლებთ გემის გასვლა სიმბოლური კი არა რეალური იყოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკათეთოთ, რადგან ჩვენ შევძლოთ აფხაზეთში დაბრუნება.” – განაცხადა ლუდსახარში „ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ. რეისის შესრულებამდე, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ, მშვიდობის გამომხატველ ბანერზე სურვილევიბისა და მონატრების გზავნილები დატოვა – „ჩვენ დავბრუნდებით“

აქცია გაზეთ “კავკასუს თაიმსის”, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაში ჩართულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაც.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია აფხაზი ხალხისთვის სოლიდარობისა და მშვიდობისკენ მოწოდება.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here