All for Joomla All for Webmasters

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია “მაგთიკომს”  18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნულიგადაწყვეტილება კომისიის  სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების  გაზრდასთან დაკავშირებითგაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას  მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ  ბაზრის კვლევის  დასრულებას, რომელსაც კომისიაატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“  გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ  კანონითმინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა. გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს,  კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნასდაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“  პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ,  კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული  25 ლარიანი ულიმიტოპაკეტი  კვლავ დატოვოს ძალაში.