ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს

0
638
„ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოლიტიკური პრობლემების გარეშე, ამიტომ  ამ მოტივით საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს“ („España ve a Georgia como un país sin problemas políticos y no concede asilos“), – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზეპ ბორელმა (JOSEP BORRELL) თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამის თაობაზე ესპანური გამოცემა COPE.ES იუწყება.

„ეს ნაკადი უნდა შევამციროთ და ამ ადამიანებმა თავიანთი დრო და ფული არ უნდა ხარჯონ განუხორციელებელ ამოცანებზე. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია უცვლელია, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 40-იდან 1000-მდე გაიზარდა (“ha pasado de 40 a más de mil”), – დასძინა ბორელმა.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია მადრიდში გუშინ, 28 იანვარს გაიმართა. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. მან მიიღო ქართველი კოლეგის მოწვევა გეოპოლიტიკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here