2012 წელს ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ილია დალაქიშვილისგან ქრთამი აიღო ?!

0
1056

ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2012 წელს ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ილია დალაქიშვილთან გარიგება დადო. როგორც ირკვევა, ეკა ბესელია ილია დალაქიშვილის ახლობელს თურქეთში, ტრაპიზონის ერთ-ერთ კაფეში შეხვდა და ქრთამი აიღო იმისთვის, რომ ილია დალაქიშვილი პოლიტმატიმართა სიაში შეეყვანა.

♦️ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ, თურქულმა სპეც-სამსახურებმა ეკა ბესელია დააშანტაჟეს და გარკვეული ინფორმაციების სანაცვლოდ თანამშრომლობა შესთავაზეს.
წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: 


„მე უკვე 2009 წლიდან ვცხოვრობდი თურქეთში. ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით დამაპატიმრეს და თანამშრომლობის ხელწერილით გამომიშვეს. 2 წელი საზღვრის გადაკვეთის ნებას არ მაძლევდნენ და ეს პერიოდი ქართველებზე უნდა მემუშავა, ინფორმაციას ვაწვდიდი თურქულ სპეც-სამსახურებს. 2012 წელს თბილისიდან დამირეკეს ჩემი და დალაქიშვილის საერთო ახლობლებმა და მითხრეს, რომ დალაქიშვილის სახელით, მისი ახლობელი ტრაპიზონში უნდა შეხვედროდა ბესელიას და მისი საქმის მოსაგვარებლად ფული უნდა გადაეცა. როდესაც ეს ჩემს უფროსებს ვუთხარი, ძალიან დაინტერესდნენ. მათ გაარკვიეს დეტალები და მითხრეს, რომ ეკა ბესელიასთან დალაქიშვილის ახლობელს შეხვედრა ექნებოდა ტრაპიზონში, კაფეში. დანიშნულ ადგილას მიმიყვანეს 14:00 საათზე და გარეთ „ფურგონში“ ჩამსვეს. კაფეში ჩამწერი ჰქონდათ დამონტაჟებული. ვიდეოს ვუყურებდით და თან მე ვუთარგმნიდი ქართულიდან თურქულად. როცა დალაქიშვილის ახლობელმა ეკას ფული გადასცა და ის დაპირდა, რომ ყველაფერს მოუგვარებდა, ორივე გამოვიდნენ კაფიდან. ამ ამბის მერე არაფერი ვიცი. უბრალოდ, ორი წლის შემდეგ ვიკითხე, ეს ამბავი როგორ გაგრძელდა-მეთქი და არაფერში გამოგვადგაო, საქართველოს კონტრდაზვერვამ იცის ყველაფერიო. თვითონ მისცეს ჩვენებს თუ მათ სხვა გზებით გაიგეს – ეგ აღარ ვიცი“, – აღნიშნულია პ.თ-ს განცხადებაში.

ვრცლად 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here