ექიმი ვალერიან ხუროძე

0
112
როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?
ბავშვობიდან. მამა- ლაკონი ხუროძე ოფთლმოლოგი იყო, რესპუბლიკის დამსახურებული გამომგონებელი, თვალის რესპ. საავადმყოფოს ფიზიოლოგიური ოპტიკის ლაბორატორიის გამგე. მაშინდელ სსრკ-ში სულ 2 ასეთი ლაბორატორია იყო – ერთი თბილისში და ერთიც – მოსკოვში. დედა – ევგენია ჩაკვეტაძე- მამასთან ერთად მუშაობდა ლაბორანტად. მე ბავშვობიდან ხშირად მიწევდა მამასთან სამსახურში ყოფნა და აქედან თანდათან ჩამომიყალიბდა მედიცინის სიყვარული. პირველი ჩემო სამეცნიერო შრომა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში 15 წლის ასაკში გამვაქვეყნე.
როგორი უნდა იყოს ექიმი?
ექიმი უნდა იყოს ჰუმანური და კარგი პროფესიონალი.
მუდამ უნდა იყოს მის დარგში სიახლეთა კურსში, მუდმივად უნდა მუშაობდეს თვითგანვითარებისათვის. სწავლა სიბერემდეო.
ვინ არის ვალერიან ხუროძე თეთრი ხალათის მიღმა?
ხალათს მიღმა – მეუღლე, მამა, ბაბუა. მიყვარს მგობრებთან ერთად ყოფნა, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ დროის დეფიციტის გამო.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე
ოჯახი – მეუღლე ლელა მჭედლიძე პედაგოგია, უფროსი შვილი თეა – ენდოკრინოლოგია, მომდევნო – ნათია – ოფთალმოლოგია, ერთად ვმუშაობთ, უმცროსი – თამარი – დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 5-ე კურსის სტუდენტია. სამივე დაიჯახებულია, მყავს 2 შვილიშვილი და მესამეს ველოდებით ეხლა.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ რაიმეზე უარი?
კი, მითქვამს. ხშირად წვეულებები გამიცდენია, ერთხელ საწარმოო ფირმის დირექტორობაზეც ვთქვი უარი. შეიძლება ჩემი მხრიდან ეს ფინანსურად გამართლებული არ იყო, მაგრამ იმის კეთება მირჩევნია, რაც ვიცი.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდიების ცერემონიალზე ,,წლის ექიმი2018”ბრძანდებით წარდგენილი,რას ნიშნავს ეს ნომინაცია თქვენთვის?
ეს ნომინაცია ჩემთვის დიდი საჩუქარია და ალბათ ჩემი დიდი ხნის მუშაობის შედეგიც. ყველა ადამიანს უხარია შრომის დაფასება.
რას ურჩევდით მომავალ მედიკოსებს?
მომავალ მედიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ მათი არჩეული პროფესია მათი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა გახდეს. ექიმობა პირველ რიგში მოწოდებაა და უზარმაზარი შრომა, რომელიც მთელ მათ ენერგიას და რესურსებს მოითხოვს.
 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here