ექიმი დარეჯან ხაჭაპურიძე

0
1187

დარეჯან ხაჭაპურიძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ვინაიდან დედა ექიმი მყავდა ბავშობიდაან დიდი სურვილი და მიზანი იყო გავმხდარიყავი ექიმი და ისიც პედიატრი, ჩვენს ოჯახში ხშირად იყო საუბარი სამედიცინო თემებზე.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი, სხვისი გაჭირვება გულთან უნდა მიქონდეს, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, მოთმინება.

თუ გითქვამთ რაიმეზე უარი პროფესიის გამო?

კი, რამდენჯერ მძიმე პაციენტის გამო არ წავსულვარ წვეულებაზე. ღამით მიმიტოვებია ოჯახი და წავსულვარ პაციენტის დასახმარებლლად, უარი მითქვამს გართობაზე. რადგან ჩემთვის უპირველესია ის ადამიანი რომელიც ჩემგან ითხოვს შველას და დახმარებას.

მოგვიყევით თქვენ ოჯახზე…

ჩემი მეუღლე გიორგი მაღლაფერიძე ექიმი ნარკოლოგი, შვილები გოგონა მაიკო მაღლაფერიძე ექიმი დერმატოლოგი ასპირანტი. პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კათედრაზე, ბიჭი ვანო მაღლაფერიძე ექიმი ტრავმატოლოგი ასპირანტი ამავე უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის კათედრაზე.

თუ გაქვთ რაიმე ჰობი?

ჰობი მაქვს! სულ მინდა ვიკითხო ვისწავლო ახალი! ასევე მიტაცებს კულინარია.

თქვენ მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე ხართ წარდგენილი “წლის ექიმი 2018”-ს ნომინაციაზე. რას ნიშნავს ეს ნომინაცია თქვენთვის?

ეს ნომინაცია ჩემთვის იქნება გამოჩენილი ყურადღება  იმისთვის რაც, ამდენი წლის მანძილზე მიღვაწია სამედიცინო სფეროში. ექიმობა ჩემთვის მარტო პასუხისმგებლობა და მოვალეობა კი არ არის, არამედ დიდი სიხარულია ადამიანების მიმართ!

 

უფრო მეტი ცოდნის გაღრმავებას და იმის გათვალისწინებას რომ თუ ექიმი ხარ ეკუთნი არა საკუთარ თავს არამედ ადამიანებს.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here