ექიმი მაკა ბულეიშვილი

0
1273
მაკა ბულეიშვილი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
როგორი უნდა იყოს ექიმი ?
ექიმი უზენაესი სიტყვაა ჩემთვის, ექიმი უნდა იყოს ყველაფერი, სიტყვა ექიმი შვების და ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. ექიმისათვის ჩემი და სხვისი არ უდნა არსებოდბეს, ექიმი პირველ რიგში დიდი ფსიქოლოგი და უდიდესი ადამიანი უნდა იყოს, ერთი სიტყვით ყველაზე კეთილი.
გითქვამთ უარი რაიმეზე პროფესიის გამო?
ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელოვანესი თემაა, არასოდეს და ვერასოდეს ვიქნებოდი ამ პროფესიის გარეშე, ხანდახან მგონია რომ დაბადებიდან თეთერი ხალათი მაცვია! ძალიან ბევრ რამეზე მითქვამს უარი, ჩემთვის ექიმობა იყო და დარჩება გასნაკუთრებულ და უკვე ცხოვრების წესად ქცეულ სიტუაციად.
იქ სადაც პაციენტს ეხება საქმე და მის ჯანმრთველობას მე ხშირად საკუთარი ყველანირი ინტერესიც კი მიმიტოვებია და მივსულვარ, იმიტომ რომ ადამიანისათვის შვების მოგვრა და სიცოცხლის ჩუქება ყველაფერზე მაღალი და უზენაესია, არ შემიძლია ვიცოდე ვინმეს უჭირს დღეს და მე ხვალ ან ზეგ მივეხმარო, სიცოცოხლის სადარაჯოზე, ხომ ყოველი წუთი უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტია.
ვინ არის მაკა თეთრი ხალათის მიღმა?
მაკა თეთრი ხალათის მიღმა ისევ მაკაა, ისევ ექიმია ,მეგობარია და ვინც მიცნობს კარგად იცის რომ მუდამ სხვისი პრობლემებით დაკავებული და სულ მოუსვენარი ადამიანია, ვერ ეგუება უმოქმედობას, სულ მოძრაობს და სულ ისევ იმ სხვაზე ფიქრობს, სხვა არ არსებობს ის სხვაც შენია.
მოგვიყევით თქვენ ოჯახზე…
ოჯახი დედა, დიშვილი 21 წლსი ვაჟი ,სტუდენტი.ის რაც ჩემს ცხვორებაში მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი დამსახურებაა დედაჩემის ,რომელიც პედაგოგია და ის რაც ოჯახში ჩვენთან მუდამ იყო ,მუდამ ეს მესმოდა აკეთე მხოლოდ სიკეთე, ასე გამზარდეს და ამას ვხედავდი მათგან.
რაზე ოცნებობს მაკა? 
ოცენებები ისე ,როგორც ყველას ბავშვობიდნა მქოდნა. ალბათ ყველა ასაკში აქვთ ადამიანებს ოცნებები, ვოცნებობ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ რომ შეგვძელოს დავუტოვოთ მომავალ თაობას დიდი სიკეთე და წარმატებული მომავალი, გამთლიანებული საქართველო და ყველაზე მნიშველოვანი! გვიყვარდეს ერთამანეთი, შევძლოთ ყველა ადამიანის სიყავრული.
 რას გეგმავთ მომავალში? მოგვიყევით მომავალ გეგმებზე…
მე არასდროს გავჩერდები! ვიდრე ეს შემეძლება, არ შემიძლია ადამიანთა გაჭირვების და უბედურების ზერელედ ყურება და თუ რაღა თქმა უდნა რამით შემიძლია დახმარება მათ გვერდში ვიქნები.
მე გახლავართ პროფესორი და 2 სამედიცნო უნივერისტეტში ვმოღვაწეობ.
6 წელი მოვანდომე ხალხის გვერდში ყოფნას, სოფელ-სოფელ მოვიარე საქართველოს მთა და ბარი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი! 50 ათას ადამაინს დავხმარებოდი და თუნდაც სულ მცირედი სიხარული მიმენიჭებიან მათთვის. 

 

რას ეტყოდით მომავალ კოლეგებს?
ძირითადად მონდომებული ახალგაზრდა თაობა მოდის-ჩვენი მომავალი! ძალიან მნიშველოვანია გულისხმირება და საკუთარი საქმისადმი სიყვარული.
ექიმობა უდიდესი გულსიხმიერებას მოითხოვს. ძალიან უდნა უყვარდეთ პირევლ რიგში პაციენტი და შემდეგ საკუთარი პროფესია,
თქვენ მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე “წლის ექიმი 2018”-ს ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?
ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა და დაფასება, ესაა კიდვე მეტი და მეტის გაკეთების სურვილი და უდიდესი სტიმული, ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვბელია, რომ მე მოვხვდი იმ საუკეთესოთა შორის რასაც ქართული მედიცინა ჰქვია.
თქვენ წარმატებული და ცნობილი მედიკოსი ხართ! რა არის თქვენი წარმატების მიზეზი?
უდიდესი შრომა ,თავდაუზოგავი ,მუდამ ჩართული უნდა იყო თანამედროვეობის სტანდარტებში, მოგეხსენებათ მედიცნა უსწარაფესად ვითარედება და ჩვენ უნდა ავყვეთ ამ ახალ გამოწვევებს და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. წარმატების სიმბოლოა სახელი და მისი დამკვიდერება, რაც მხოლოდ დიდი გულისხმირებით და ადამიანური სიკეთით მოდის, ექიმი პირველ რიგში ყველაზე ახლო ადამიანია უდნა იყოს ყველა ოჯახში, წარმატება და აღაიარება კი მაშინაა, როდესაც იცი გენდობიან, როგორც პროფესიონალს და სჯერათ შენი.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here