გინეკოლოგი შორენა სამუშია

0
1388

შორენა სამუშია მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ბავშობიდანვე მქონდა სურვილი მემკურნალა ადამიანებისთვის ხოლო სკოლის პერიოდში გადავწყვიტე სერიოზულად დავვუფლებოდი ამ პროფესიას.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ უარი რაიმეზე?

ალბათ ყველაფერზე შვილის გარდა!

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?

მყავს მშობლები ძმა მეუღლე შვილი და ძაღლი ოჯახის ახალი წევრი. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გავხდი დედა რაც მოგეხსენებათ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ჩემი მხრიდან პროფესიის დაუფლებაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

პირველ რიგში ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, თავისი საქმის მცოდნე, ფსიქოლოგი, კლინიკურად მოაზროვნე, გადაწყვეტილების სწრაფი მიღებისა და რისკების გაწევის უნარის მქონე და როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს თავისი პროფესია.

წარმატებული მედიკოსი ხართ! როგორ ფიქრობთ რა არის მედიკოსის წარმატების ფორმულა?

ერთი სიტყვით რთულია გადმოცემა თუმცა შრომისმოყვარეობა და მუდმივად სიახლის ძიება გეხმარება წარმატებაში.

ვინ არის შორენა თეთრი ხალათის მიღმა?

პროფესია არ განსაზღვრავს ჩემთვის პიროვნებას, თეთრი ხალათითაც და ხალათის გარეშეც ვარ შვილი დედა მეუღლე და ერთგული მეგობარი.

მოგვიყევით ჰობიზე

სახლში მაქვს 300 მდე სახეობის მცენარე და თავისუფალ დროს მათი მოვლა დიდ ენერგიას მაძლევს და სიამოვნებას მანიჭებს. ასევე ჩემი ძაღლი რომელთანაც ვატარებ მწირ მაგრამ ძალიან ძვირფას დროს.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე “წლის ექიმი 2018”-ს ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?

პირველ რიგში უდიდესი პასუხუსმგებლობაა და უზადო პატივისცემა ჩემი კოლეგების მიმართ, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ჩემს პროფესიულ განვითარებაში და ვისმიერაც ვარ დანახული როგორც წარმატებული ექიმი.

როგორ მოხვედით აქამდე და იყო თუარა ეს გზა რთული?

მე ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს თუმცა აქამდე განვლილი გზა საკმაოდ რთული იყო რაც გულისხმობს უსაზღვრო შრომას, უამრავ გათენებულ ღამეს, წარუმატებლობას და წარმატებას. ასევე იყო სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. რამაც სტიმული მომცა კიდევ უფრო წინ წავსულიყავი. დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში საზღვარგარეთ მიღებულმა ცოდნამ.

რას ურჩევდით მომავალ კოლეგებს?

ვურჩევ დროის სწორი მიმართულებით გამოყენებას და ყოველდღიურ განვითარებას.

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here