ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ლიკა ნადარეიშვილი

0
105
ლიკა ნადარეიშვილი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ოცნება და სურვილი გამიჩნდა  ექიმი ვყოფილიყავი და  სურვილიც და ოცნებაც  ავისრულე
როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?
კარგი ექიმი უნდა იყოს , თავმდაბალი., მოთმონების უნარის მქონე, მოსიყვარულე,, მიმტევებელი, კომუნიკაბელური,,ერუდირებული, პროფესუონალი   თავის საქმის, პაციენტი უნდა უყვარდეს, მიიღოს პაციენტი ,როგორც ახლობელი და მეგობარი .
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე
გამოვტოვებ  ამ   შეკითხვას   თუმცა მყავს არაჩვეულებრივი  მეუღლე , ექიმი პროფესორი . მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის   ლაურეატი  , ორჯერ  ღირსების ორდენის  მფლობელი  აკაკი ნადარეიშვილი  თოდუას კლინიკის   ერთერთი განყოფილების  ხელმძღვანელი .
 რაც შეეხება შვილებს– ორი შვილი მყავს , რომლებიც არიან  უფალთან ზეცაში
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული მედიკოსი ბრძანდებით, რას ურჩევდით მომავალ კოლეგებს.
ვურჩევდი   მიიღონ კარგი სამედიცინო განათლება,  ძალიან ბევრი იკითხონ  და თუ როგორი ექიმები უნდა იყონ , მე უკვე დავწერე.
ჰობიზე მოგვიყევით.
ჩემი ჰობი არის   ვუსმინო  კარგ მუსიკას, მამშვიდებს .და  მიყვარს  ძალიან, როცა დრო მაქვს  ვაკეთო გემრიელი, განსხვავებული  კერძები.
რაზე ოცნებობს ლიკა ნადარეიშვილი?
ვოცნებობ გულწრფელად ვიცხოვრო  გაბრწყინებულ,  მშვიდობიან  საქართველოში. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო
მედიკოსთა ეროვნულ დაჯილდოების ცერემონიალზე ხართ წარდგენილი ნომინაციით “წლის ექიმი 2018”. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?
ნომინაცია ჩემთვის ნიშნავს დაფასებას, კიდევ ერთ აღიარებას.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here