„შეიძინე ქართული“,ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობას ემსახურება“,-გიორგი ანდრიაძე

0
228

სახალხო მოძრაობა „შეიძინე ქართული“, გახლავთ ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ინიციატივა, რომელიც   ითვალისწინებს და ემსახურება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

მასში მონაწილეობა კი  ნიშნავს, შეიტანო წვლილი წარმოების განვითარებასა და გაზრდაში, ქვეყნის ეკონომიკის რეალურ აღმშენებლობაში, საქართველოს ბიუჯეტის გაზრდაში. თითოეული ქართველის ეკონომიური კეთილდღეობის შექმნაში.საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი  ხელმძღვანელი კი გახლავთ, გიორგი ანდრიაძე, რომელიც წარსულში საქართველოს საპატრიარქოში არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ხოლო რას გულისხმობს უფრო დაწვრილებით და რა მიზნები აქვს  პროექტ სახალხო მოძრაობა „შეიძინე ქართულს’’, ამის შესახებ მედია პორტალი  „ჯეო დაიჯესტი“ ესაუბრა პროექტის საინიციატივო ჯგუფის  ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ბატონ, გიორგი ანდრიაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

-ბატონო გიორგი , თუ შეიძლება, რომ გვითხრათ რას მოიცავს და გულისხმობს პროექტი სახალხო მოძრაობა „შეიძინე ქართული’’ ?

-პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ პროექტით დაინტერესებისათვის და შემდეგ გეტყვით, რომ ასეთი ტიპის პროექტები ცნობილი არის ცივილიზებული სამყაროსთვის, ევროპაში, კონკრეტულად, გერმანიის აღორძინება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა.

ასე ცხოვრობს ნებისმიერი ტიპის და მოწყობის ქვეყანა იტალია, თურქეთი,  შვეიცარია და  ასე შემდეგ.

ყველა ქვეყანაში მოქალაქეები   და არა მხოლოდ არამედ, ორგანიზაციებიც,  პრიორიტეტს  ანიჭებენ  საკუთარი ქვეყნის  წარმოების   პროდუქტს.

რა თქმა უნდა, პრიორიტეტი  ენიჭება ასევე  ხარისხიან პროდუქტს.

ქართულ ბაზარაზე, ჩვენ გვაქვს  საკვები პროდუქტები მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, გაცილებით უკეთესი, ვიდრე ეს არის იმპოროტირებული პროდუქტი და  როდესაც ჩვენი მოსახლეობის მიერ მაინც ხდება იმპორტირებულის  შეძენა, ამით ზარალდება ქართული ეკონომიკა.

სახალხო მოძრობა დავარქვით  იმიტომ, რომ როცა  თითოეული ქართველი  შეიძენს  ამ ნიშნით  პროდუქტს  ის დაეხმარება თავის ქვეყანას.

ვინაიდან, ამ ნიშნით  შეძენისას  თანხა რჩება საქართევლოში, ვიდრე იმპორტირებული პროდუქტების შეძენისას, როდესაც თანხა გადის ქვეყნის გარეთ.

ჩვენ თუ შევიძენეთ ქართული წარმოების პროდუქტს,  რა თქმა უნდა, მეტი თანხა დარჩება საქართველში და  წავა ქართველ მეწარმესთან  და ქართველი კაცის ოჯახში, ბიუჯეტიც  გაძლიერდება და ქვეყანაც გაძლიერდება. ამგვარად შეიქმნება ძლიერი ქართული საზოგადოება.

  • ვისი ინიციატივაა აღნიშნული მოძრაობის დაწყება და როდიდან იწყებთ მის განხორციელებას ?

აღნიშნული იდეები  სხვადა სხვა დროს ქონდათ სხვადასხვა პიროვნებებს, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაციებსაც და მეც.

თუმცა საკითხი იყო  მოუმწიფებლი და  მხოლოდ წარმოებას უკავშირდებოდა.

ახლა უკვე ეს საკითხი უკავშირდება, ძლიერი ქართული საზოგადოების შექმნას. ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი, ქართული საზოგადოება,  თავისუფალი,  სამოქალაქო  საზოგადეობა.რომლის შექმნაც წარმოუდგენლია, თუ არ იქნება საშუალო ფენა,რომელიც  ფაქტიურად განადგურდა ამ ბოლო 26 წლის  მანძილზე.

ჩვენი მიზანია ისევ შეიქმნას საშუალო ფენა. საშუალო ფენის არსებობა უპირველასად  ფინანსურ ნაწილში იგულისხმება, ანუ უნდა იყოს ფინანსურად  უზრუნველყოფილი.  ამას კი  ეკონომიკის შიდა რესურსების განვითარება სჭირდება.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეროვნულ-ქრისტიანული საზოგადეობა დღითი -დღე ივსება ახალი სახეებით.

ადვოკატები , იურისტები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები,  მწერალთა კავშირიდან, თუ მეცნიერებიდან.

იდეა კვლავ  დახვეწის სტადიაშია, როგორც მოგახსენეთ, 25 დეკემბერს არის ოფიციალური პრეზენტაცია და ყველას ვინც შემოუერთდება მას შეუძლია თავისი  წვლილი  შეიტანოს მასში. მოვუწოდებთ ქართველ მეწარმეებს, შემოგვიერთდნენ. ეს  იქნება დიდი კოალიცია, დაახლოებით 17 ორგანიზაცია იქნება ამ კოალიციაში.

ესეიგი   ჩვენ,  ჩვენი კუთხით გავუწევთ ლობირებას, ქართულ  ნაწარმს.

მიმდინარეობს მაღაზიათა ქსელებთან მოლაპარაკება.

რამდენიმე ქსელი  უკვე ჩაერთო და ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც ჩაერთვებიან. ამაზე კარგი რა იქნება როცა ქართველი მომხმარებელი შევა მაღაზიაში და მან იცის, რომ ყიდულობს ქართული წარმოების პროდუქტს და ამგვარად აძლიერებს ქართულ ბიუჯეტს და ქვეყანას.

პირველ ეტაპზე რესურსი შეიძლება იყოს ამოწურვადი და ვერ გავწვდეთ. გააჩნია რა გაქანება ექნება ამ ჩვენს მოძრაობას, და შეიძლება არც კი გვეყოს  ქართული  ნაწარმი, მაგრამ მეწარმეს როცა ეცოდინება , რომ მისი პროდუქტი იყიდება ის მოიყვნას მეტ პროდუქტს შემდეგი წლისთვის.

– რაც შეეხება ლოკაციას პროექტის განხორციელების, ის მხოლოდ თბილისს დედაქალაქს მოიცავს, თუ  საქართველოს ყველა რეგიონს ? ამჟამად კერძოდ, რომელი რეგიონის წარმომადგენლები არიან ჩართულნი ?

პროექტი პირველ ეტაპაზე  მოიცავს ყველა დიდი ქალაქს.

იმედი გვაქვს , რომ ყველა  რეგიონში  გამოჩნდებიან ადგილობრივი ენთუზიასტები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან.

რაც შეეხება  დიდ  ქალაქებს,  ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, გორი, თელავი აქ გვყავს ჩვენი მხარადმჭერები. უნდა აღინიშნოს, რომ  ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური აქცია, პოლიტიკური იმიტომ, რომ ჩვენ  ვაძლიერებთ  ქართულ ბიზნესს. წლების განმავლობაში ეს  საკითხი  ასე არ დასმულა. უბრალოდ იყო მხოლოდ საუბრები.

ამას აკეთებდნენ  პატარა ფოკუს- ჯგუფები და ჩვენ მათაც შევიერთებთ, ამიტომაც დავირქვით  საზოგადოებრივი მოძარობა.

ეს უნდა გადაიქცეს საზოგადოებრივ მოძარობად და არა ვიწრო პარტიული კუთხით, არამედ  მთლიანად  საქართველოს მოსახლეობის  საზოგადოებად , რათა შეიქმნას  საშუალო ფენა.

მარტო ჩვენი  გმირი , ემიგრანტები  მილიარად – 200 მილიონს აგზავნიან ყოველ წელს.  ჩვენ ამ  პროექტით ამ თანხის ნახევარიც რომ დავტოვოთ საქართველოში იქნება ძალიან დიდი რამ.

–  როდიდან ვიხილავთ გაყიდვაში „შეიძინე ქართული’’-ის პროდუქციას ?

ლოგო უკვე მზადაა, ფეისბუქის გევრდიც მზადაა და  25-დეკემბერს   გაიმართება პროექტის  პერეზენტაცია.  შემდეგ საშობაო და საახალწლო კვირეებშიც გავაგრძელებთ  ინტენსიურ  მოლაპარაკებებს   და სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებიდან , ეს ნიშანი უკვე  გამოჩნდება  ქართულ ბაზარზე.

  • გავა თუ არა საზღვრებს გარეთაც „შეიძინე ქართული’’-ის პროდუქცია ?

ამ ეტაპზე ჩვენ მოფიქრებული გვქონდა შიდა რესურსების მობილიზება მაგრამ, რა თქმა უნდა კარგი იქნება,  მაგასაც ვგეგმავთ მომავალში გავიდეს საზღვარგარეთაც.

– რაც შეეხება ღირებულებას იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი, ვთქვათ იქნება იმავე ფასების რაც იგივე პროდუქცია ქართულ ბაზარზე ღირს ?

ღირებულება იგივე იქნება და  რასაკვირველია , თვითონ მწარმოებლის ინტერესი იქნება  მისი ხელიმსაწვდომობა.

რუსა გვაზავა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here