დერმატო-კოსმეტოლოგი ხატია ბედინაშვილი

0
196
ხატია ბედინაშვილი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?
ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მამაჩემი სულ იმეორებდა რომ მე ექიმი უნდა ვყოფილიყავი.უნდა დავხმარებოდი ხალხს და და მეზრუნა მათ ბედნიერებაზე.
პროფესიის გამო თუ გითქვამთ რაიმეზე უარი?
ძალიან ბევრ რამეზე მითქვამს უარი ვინაიდან ექიმობა ისეთი პროფესიაა რომელიც მოითხოვს მუდმივ სწავლას და განვითარებას მუშაობის პარალელურ რეჟიმში
როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?
ექიმი კარგი და ცუდი მე ვფიქრობ რომ არ არსებობს.თითოეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით ვიცით ჩვენი ამქვეყნიური მისია,რაც პროფესიამ დაგვაკისრა,რადდან ექიმენი ვითვლებით შუამავლად ღმერთსა და პაციენტს შორის
ჰობი გაქვთ?
რა თქმა უნდა! ძალიან მიყვარს და მომწონს დიზაინი როგორც სამოსის ასევე ინტერიერის და საქორწილო დიზაინზე ვგიჟდები! ისე მიტაცებს ხოლმე როლიდან გამოსვლა მიჭირს.
მოგვიყევით თქვენ ოჯახზე
მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე რომელმაც ძალლიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს სწავლასა და წინსვლის პროცესში.(ვინაიდან მეორე კირსის სტუდენტი ვიყავი როდესაც დავვოჯახდი და დავამთავრე ორი უნივერსიტეტი.)მყავს ასევე ორი ქალიშვილი.ერთი შვილიშვილი და არაჩვეულებრივი სიძე.ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა .ოჯახთან ერთად ყველაზე მცირე დროს ვატარებ სამსახური და ოჯახი ჩემთვის არის განუყრელი.
რომ არა ექიმი ვინ იქნებოდა ხატია ბედინაშვილი?
რომ არა ექიმი ნამდვილად არ ვიცი ვინ ვიქნებოდი რადგან იმდენად მინერგავდბებ ექიმობას ადრეული ბავშვობიდან არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე.ალბათ ხელოვნების რომელიმე სფეროს გავყვებოდი.(ფოსტალიონობა მომწონდა ძალიან)
წარმატებული ექიმი ხართ, რა არის თქვენი წარმატების მიზეზი?
პირველ რიგში წარმატების მიზეზი არის სიყვარული საქმის რომელსაც ემსახურები.არ აქვს პროფესიას მნიშვნელიბა და ასევე ბედნიერება რომელსაც ჩემ პაციენტებს ვანიჭებ მათთან ერთადმეც მაბედნიერებს.
“წლის ექიმი 2018”-ზე ხართ წარდგენილი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ამ ნომინაციისთვის ორგანიზატირებს და ბორდს.ეს ნომინაცია ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და სტიმულს მაძლევს კიდევ უფრო მეტად განვავითარო და გავაფართოო ჩემი მომსახურეობები.
რაზე ოცნებობს ხატია ბედინაშვილი?
აუსრულებელუ ოცნება არ მაქვს.თუ რამეზე მიოცნებია ყველაფერი შემისრულდა.ერთი რაც ძალიან მინდა ეს არის ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი ბედნიერი და ხალისი დაბრუნებოდეთ ცხოცრების ამ სასოწარკვეთილ ხალხს.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here