ოჯახის ექიმი მაკა ცუცქირიძე

0
1061
მაკა ცუცქირიძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
როგორი ბავშვი იყო მაკა?
ბავშვობის წლებთან ყოველთვის საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს .ძალიან ჭკვიანი ვიყავი, დინჯი .შენიშვნებს თითქმის არც მაძლევდნენ .მრავალი ინტერესი მქონდა და დატვირთულ რეჟიმს, რომ იოლად ვეგუები დღეს ეს სწორედ ბავშვობიდან მოდის.
როდის გადაწყვიტეთ ექიმობა?
დედა ექიმია ,ბავშვობიდან ვიცოდი ,რომ ექიმობა მინდოდა და პროფესიის არჩევა,რომელიც ბავშვობაში იგეგმება ყოველთვის გამართლებულია. მეც და ჩემი  ძმებიც ექიმები გავხდით.
როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?
კარგი ექიმი გულწრფელი  და გულისხმიერი უნდა იყოს. თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს . უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში უნდა იყოს აქტიურად ჩართული, ეცნობოდეს სიახლეებს და კვლევევბზე დაფუძნებულ სამედიცინო ინფორმაციას. ექიმები ზოგადად ძალიან ბევრს კითხულობენ.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე
მყავს მეუღლე და სამი შვილი ანა მომავალი ექიმია მეორე კურსის სტუდენტი ,ნოდარი მეთორმეტე კლასელი და გიგი 13 წლის.
ვიცით რომ გაქვთ საინტერესო ჰობი
ვხატავ ვემზადები გამოფენაში მონაწილეობისთვის. ვმღერი ქალთა კვარტეტში. ვუკრავ რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მაქვს საავტორო  სიმღერები. ამჟამად ვსწავლობ ვიოლონჩელოზე დაკვრას პედაგოგთან. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეხლა ვისრულებ.
რომ არა ექიმი ვინ იქნებოდით დღეს?
ექიმის პროფესია იმდენად მიყვარს ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან. ვერ გეტყვით ვინ ვიქნებოდი, შეიძლება რეჟისორი.
რას ურჩევდით თქვენს მომავალ კოლეგებს?
ვთვლი რომ ექიმები ყველაზე ჰუმანური ხალხია და ძლიერი ბუნების. ექიმებს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ, ყველა მათგანს ვუსურვებ სიმშვიდეს და მრავალ მადლიერ პაციენტს.
,,წლის ექიმი2018”ნომინაციაზე ხართ წარდგენილი,რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?
.წლის ექიმი 2018 საუკეთესო პროექტია .ექიმების შრომის დაფასებაა ,პაციენტების აზრის გათვალისწინებაა ,სახალხო პროექტია, რომელსაც მივესალმები.
რაზე ოცნებობს მაკა?
ქალს უამრავი ოცნება აქვს, იმისათვის, რომ ყველა მიზანი განახორციელოს ჯანმრთელი უნდა იყოს და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრობდეს . ოცნებების ასრულებას ოპტიმიზმი და ღიმილი სჭირდება.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here