კარდიო-ქირურგი ლაშა ბასილაძე

0
745

ლაშა ბასილაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როგორი ბავშვი იყო ლაშა?

ბავშვობის წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. მე ვიზრდებოდი ოჯახში, საიდანაც დიდი დოზით სითბო და სიყვარული მოდიოდა. ჩემი მშობლების გარშემო ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები, რომელთა შვილებთანაც ისე ვიზრდებოდი, როგორც საკუთარ დედმამიშვილთან (ასე ვართ დღესაც).

როდის გადაწყვოტეთ ექიმობა?

მე არ გახლავართ ტრადიციული სამედიცინო ოჯახიდან და ბავშვობიდან მზარავდა თეთრხალათიანი სტომატოლოგის დანახვა, თუმცა ერთადერთი პროფესია, რომელიც მხიბლავდა, იყო ქირურგია. ვიცოდი, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და პასუხისმგებლობასაც არავის ვუზიარებდი.

რას ნიშნავს იყო წარმატებული ექიმი?

ისევე როგორც ღვინო, ცუდი ექიმი არ არსებობს. პიროვნული თვისებებიდან, ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ან კარგია, ან საუკეთესო. წარმატება მწვერვალიდან მოსჩანს, მე კი ახლა გავლესე წრიაპი.

რაიმეს თუ შეცვლიდით კარიერაში?

რაც შესაცვლელი იყო, შევცვალე. არაერთი შემოთავაზება მქონდა, ევროპაში გამეგრძელებია კარიაერა. თუმცა აქ მიღებული ცოდნის ევროპაში რეალიზებას, ვამჯობინე იქ ცოდნის გაღრმავება აქ რეალიზებისთვის.

რაზე ოცნებოთ?

ჩემი ოცნება ჩემს პროფესიას სცდება. მე მახსენდება 90-ებში (იმ სიდუხჭირის მიუხედავად) ქვეყნის დასაცავად ანთებული თვალებით მხარდამხარ მდგომი დიდი და პატარა, ქალი და კაცი. მახსენდება გენერალმა ყარყარაშვილმა როგორ მომაბრუნა გზიდან, შენი პატრიოტიზმი პროფესიონალიზმით დაამტკიცეო.

ჩვენ ვერ ვეგუებით ამ ტკივლს და ჩემი ოცნებაც ის არის, რომ მალე განვიკურნოთ ამ სენისგან და ისევ დავინახო ის ანთებული თვალები, რომლებიც გამარჯვების მომასწავებელი იქნება.

მეუღლეც ექიმია,რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?

ჩემი მეუღლე კარდიოლოგია. ჩვენ ერთად ვმუშავობთ. შეიძლება ითქვას, ის თვითონ ჩამივარდა ხელში. ჯერ კიდევ 15-წლის წინ მე ,,ჩაფიძის გულის ცენტრის“ მოქმედი კარდიოქირურგი ვიყავი, როდესაც ის პრაქტიკებზე მოვიდა ჩვენთან. მალე დავქორწინდით და მან მოგვიანებით ორი ვაჟკაცის დედობაც შეითავსა.

სწორედ ეს გახლავთ წარმატების საიდუმლო, ეს ის ხალხია, ვინც მაძლიერებს და მავსებს სიყვარულით.

როგირც ცნობილია ნადირობა გიყვართ,ცოტა უცნაური ჰობია მედიკოსისთვის, მოგვიყევით როგირ ნადირობთ და სად?

ვერ დაგეთანხმებით! ) ნადირობა ყველა დროის ბევრი გამოჩენილი ადამიანის ჰობია, დაწყებული მეფეებიდან, დამთავრებული ექიმებამდე. ნადირობა მამამ შემაყვარა, ხოლო ნადირობამ ბევრი ღირსეული ადამიანი შემძინა ცხოვრებაში. ეს ის ადგილია, სადაც პროფესიისგან განსხვავებით შეცდომა კი არ გაშინებს, არამედ უფრო მეტ ხალისს და გამბედაობას გაძლევს.

აქტიური დასვენება ჩემი სტიქიაა. უფრო სპორტული ნადირობა მიზიდავს ფრინველზე, თუმცა ნადირზეც ხშირად მიმიწევს გული.

სიამაყით მახსენდება აზერბაიჯანიდან დაბრუნებულებმა ნახევარი მანქანა ნარჩენები ჩამოვცალეთ საზღვართან ურნაში, იქაურ მესაზღვრეებს გაუკვირდათ აქ რას მოგქონდათ, ტყეში ვერ დატოვეთო?  ჩვენები კი აპლოდისმენტებით შეგვხვდნენ.

ტრადიციული კითხვა. რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი ,,ექიმები2018”

ჩვენ, ექიმები, არ ვართ ქათინაურებს ჩვეულნი. ბრძოლის წინა ხაზზე გვიწევს დგომა და ვცდილობთ, გამოუვალი მდგომარეობიდან მოვძებნოთ გამოსავალი. ასე რომ, ცოტა არ იყოს უჩვეულო შეგრძნებაა ნამდვილად. მახსენდება ის დრო, როდესაც დამოუკიდებელი ექიმობის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი: სასწრაფოზე ვმუშაობდი არც მედიკამენტები არც ტექნიკური მხარდაჭერა ისეთი არ გვქონდა, როგორიც დღეს, მაგრამ დიდი შრომის და წვალების ფასად, სრულიად უსასყიდლოდ ვიბრძოდით ყოველი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.  მახსოვს როგორ მეხამუშებოდა და ამავდროულად, მაძლიერებდა ფრაზა -,,მადლობა ექიმო“.  მზგავსი შეგრძნება მაქვს ახლაც,  20 წლის შემდეგ,  მეხამუშება და მაძლიერებს.

ყველა ექიმის სახელით მადლობა თქვენ ამ პროექტისთვის.

,,წლის ექიმი2018” ნომინაციაზე ხართ წარდგენილი,რას უსურვებთ ნომინატ კოლეგებს?

ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბევრი პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად და ღირსეული თაობების აღზრდას, რადგან ცოდნის გაზიარება ჩვენი უპირველესი მოვალეობაა!

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here