გინეკოლოგი-ჰომეოპათი, შორენა მაისურაძე,“წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი!

0
105
გინეკოლოგი-ჰომეოპათი, შორენა მაისურაძე, მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
ქალბატონო შორენა წარმატებული ექიმი ხართ,როგორ ფიქრობთ როგორი უნდა იყოს ექიმი?
 გულისხმიერი, მცოდნე  და წესიერი.
 თქვენს სახელს ბევრი ოჯახის განედნიერება უკავშირდება,პროფესიონალიზმის გარდა რა გეხმარებათ ამ საქმის კეთებაში?
ვფიქრობ, რომ გარკვეული ინტუიცია უყალიბდება ექიმს, რაღაც შინაგანი ალღო.
რომ არა ექიმი ვინ იქნებოდა შორენა მაისურაძე?
რომ არა ექიმი, ვიქნებიდი ჟურნალისტი ან ფოტოგრაფი.
 თქვენი ჰობი?
ჩემი ჰობი- მოგზაურობა ჩემს ოჯახთან ერთად.
 ვკითხულობთ უამრავი ბედნიერი წყვილის მადლობის წერილებს,რა შეგრძნება გეუფლებათ ამ დროს?
თითოეული დაორსულებული ქალი- ეს ჩემთვის მთელი სამყაროა, შინაგანი კმაყოფილების განცდა, გარკვეული პროფესიული მისიის შესრულება.
 რაზე ოცნებობს შორენა მაისურაძე?
ჩემი ოცნებაა ახლობლების ჯანმრთელად ყოფნა და ასევე  ნებისმიერი ჩემთან მოსული წყვილის გამრავლება.
 მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, რა დათმეთ პროფესიის გამო?
ჩემი ოჯახი- მეუღლე, ლერი მილდიანი, რომელიც წარმატებული მეღვინეა, კომპანია- წინანდლის ძველი მარნის მფლობელი, შვილი- სოფო მაისურაძე, სწავლობს მილანში, დიზაინის აკადემიაში, ფოტოგრაფიაზე.პროფესია, ისევე, როგორც ჩემი ოჯახი, წმინდათა წმინდაა, ამიტომ ეს ორი ფენომენი მაცოცხლებს და მზად ვარ, ვემსახურო სიცოცხლის ბოლომდე.
ტრადიციული კითხვა,რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი,,ექიმები2018”?
 პროექტი 2018 ძალიან სასიამოვნო დღეა, სტიმულია პროფესიონალებისთვის, მადლობა ორგანიზატორებს.
რას ურჩევთ მომავალ მედიკოსებს?
მომავალმა მედიკოსებმა ძალიან დიდი ცოდნა უნდა მოაგროვონ, გააცნობიერონ, რომ მათი ცოდნა ამ პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც კი დღემდე შექმნილა. ჩვენ, ექიმებს შეგვიძლია ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ. 
 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here