გასტროენტეროლოგი ქეთინო ჩიტაიშვილი

0
199

ქეთინო ჩიტაიშვილი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

– როგორი ბავშვი იყავით?
მახსენდება რომ მორიდებული ბავშვი ვიყავი, მოწესრიგებული.
– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
მე მამიდა მყავდა ექიმი, თავისი საქმის პროფესიონალი და ალბათ ამანაც შეუწყო ხელი ჩემი მომავალი პროფესიის შერჩევას. მაღალი კლასებიდან უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი ექიმობაზე, თავიდან პედიატრობა მინდოდა რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს. ვფიქრობდი რომ თუ ექიმი ვიქნებოდი აუცილებლად პედიატრი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა შემდეგ მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდა.
– პირველად როდის მიხვდით რომ ექიმობა რთული პროფესიაა?
მე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, სიმართლეს ვიტყვი, იქ სწავლა ყოველთვის რთული იყო. განსაკუთრებული სირთულე კი დამოუკიდებლად მორიგეობაზე დარჩენა იყო.
– როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?
პირველი არის პროფესიონალიზმი! თავისი საქმის კარგად მცოდნე უნდა იყოს, შემდეგ აუცილებელია რომ კარგმა ექიმმა დროს აუწყოს ფეხი… ანუ ვგულისხმობ რომ სულ უნდა მუშაობდეს თავის თავზე, ვითარდებოდეს. მერე უკვე ადამიანური მომენტები… პაციენტებს სიყვარული და მზრუნველობა უნდა დაანახოს.
– როგორ იწყება თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? 
ჩემი სამუშაო დღე 8:30-ზე სირბილით იწყება. მივბივარ რომ არ დავიგვიანო სამსახურში და ამაყად შემიძლია ვთქვა რომ ათი წლის განმავლობაში არცერთი დაგვიანება არ მაქვს!
– რას ურჩევდით მომავალ ექიმებს?
ჩემ სამსახურში გვყავს პრაქტიკანტი ექიმები, ვცდილობ რომ ყურადღებით მოვექცე! ყოველთვის მინდა რომ ამომწურავი და მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო მათ! რაც შეეხება რჩევას… დასვით ბევრი შეკითხვა და გამოიყენეთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები პრაქტიკაში.
– რას ნიშნავს “ექიმები 2018” თქვენთვის? 
– პროექტი ბევრს ნიშნავს ჩემთვის! აშკარაა რომ რაღაც სასიკეთოა ექიმებისთვის წამოწყებული! ჩემი მხრიდან დიდი მხარდაჭერა და მადლობა პროექტს და მის ორგანიზატორებს!
– მადლობა ინტერვიუსთვის და ნახვამდის!
რას ბრძანებთ, პირიქით მადლობა თქვენ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here