კარდიოლოგი კახაბერ ჯანაშია

0
333

კახაბერ ჯანაშია მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “ხალხის რჩეული ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როგორ გაიხსენებთ სტიდენტობის წლებს?ჩემი სტუდენტობის წლები იყო 1993-დან 1998 წლის ჩათვლით, მაშინ როცა იყო ბნელი,უტრანსპორტო,გაურემონტებელი,ცივი,უშუქო,გენერატორზე მომუშავე, ცარიელი და თბილად ჩაცმული ექიმებით პაციენტების გარეშე დარჩენილი კლინიკები. მიუხედავად ამ რთული პერიოდისა ჩვენ შევძელით მიგვეღო განათლება იმ პროფესორებისგან,რომლებმაც შექმნეს ახალი სამედიცინო ლიტერატურა ქართულ ენაზე და ასევე ცოდნა წამყვანი და დღეს უკვე სახელოვანი ექიმებისგან.ამ წლებმა უფრო შემაყვარა და მომანდომა ის პროფესია,რომელიც ბავშვობიდან მქონდა არჩეული.

რომ არა ექიმი ვინ იქნებოდა კახაბერ ჯანაშია?მართალი რომ გითხრათ ამაზე არასოდეს მიფიქრია.მთელი ბავშვობა დავდიოდი დრამატულ წრეზე,ვთამაშობდი არაერთ წარმატებულ საბავშვო სპექტაკლში, მთავარ როლში და 10 წლიდან ვიყავი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შტატიანი მსახიობი.მიწინასწარმეტყველებდნენ დიდ წარმატებულ სამსახიობო კარიერას.ამავე პერიოდში დავდიოდი სამეჯლისო ცეკვების აკადემიაში და მაქვს მიღებული 19-მდე ჯილდო,აქედან 18 კონკურსში გავხდი პირველი ადგილის მფლობელი და ვიყავი დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი 1990 წელს.ამ ყველაფერთან ერთად ყოველთვის მიტაცებდა ტანსაცმლის დიზაინი და თქვენ კითხვას კონკრეტულად რომ ვუპასუხო ალბათ რომ არა ექიმი ვიქნებოდი ტანსაცმლის დიზაინერი და მექნებოდა ჩემი საკუთარი მოდის სახლი.

 კიდევ გაქვთ პროფესია, რომლითაც საზოგადოებამ სულ სხვა ამპლუაში დაგინახათ,რთული იყო მსახიობობა?როგორც უკვე მოგახსენეთ ეს პროფესია ჩემთვის უცხო და ახალი არ არის,მაგრამ ამ ასაკში ესე მოულოდნელად ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.გამოწვევა იყო იმიტომ, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ტელეარხზე,ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალებში”, საგარეო საქმეთა მინისტრის როლში.მიუხედავად იმისა რომ როლი ისეთი აქტიური არ იყო ამ ყველაფრის შესრულება იყო რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მათ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მუშაობა.

როგორი უნდა იყოს ექიმი? დღემდე ესე მწამს, რომ ექიმებად იბადებიან.ექიმი არის ადამიანი,რომელიც პირადზე წინ აყენებს პროფესიას.ის უნდა იყოს რათქმაუნდა განათლებული და თავის საქმის პროფესიონალი და ამასთან ერთად უნდა იყოს ფსიქოლოგი და შეძლოს, მასთან მოსულ პაციენტს გაუწიოს არამხოლოდ პროფესიოული სამედიცინო დახმარება, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. იყოს ყურადღებიანი,მზრუნველი და გულისხმიერი პაციენტების მიმართ. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ექიმის წარმატებას. ექიმი არის ადამიანის იმედი გაჭირვების ჟამს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მათი იმედები გავამართლოთ.

ტრადიციული შეკითხვა, რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი ,,ექიმები2018”? აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პროექტ “ექიმები 2018”-ის ერთადერთ ორგანიზატორს ქალბატონ მარიამ გოგრიჭიანს.ეს პროექტი ჩემთვის არის სინათლე გვირაბის ბოლოს. ეს არის დროული გადაწყვეტილება,პერიოდისთვის, როცა ნდობა ექიმების მიმართ დაკარგულია,პატივისცემა ექიმების მიმართ არ არსებობს და პროფესია ექიმი ქვეყანაში დღითიდღე ხდება არაპოპულარული.ეს პროექტი კი წარმოაჩენს წარმატებულ,მოთხოვნად და ხალხის რჩეულ ექიმებს და პროპაგანდას გაუწევს ამ პროფესიას ქვეყანაში,სადაც უამრავი სახელოვანი და უნიჭიერესი ექიმია.

ბატონო კახაბერ თქვენ ,,ხალხის რჩეული ექიმის” ნომინაციაზე ხართ წარდგენილი,მე როგორც ჟურნალისტს გამიჩნდა კითხვა: რას განიცდით ამ ნომინაციაზე წარდგენისას? ეს ნომინაცია ჩემთვის არის დიდი პსუხისმგებლობა,მაგრამ არ დაგიმალავთ რომ ძალიან ბედნიერი ვარ.ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემ 20 წლიან პროფესიულ განვითარებას,შრომას,სწავლას,ნერვიულობას,სიხარულს და გათენებულ ღამეებს ფუჭად არ ჩაუვლია.ეს მაძლევს სტიმულს რომ კიდევ უფრო განვითარდე ჩემს პროფესიაში და გავამართლო ჩემი პაციენტების იმედები. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს ვისი წყალობითაც აღმოვჩნდი ამ ნომინაციაზე წარდგენილი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა “გული”-ს გენერალურ დირექტორს ბატონ ანზორ მელიას.

აუცილებლად მინდა გკითხოთ ოჯახზე,დიდი ოჯახი გავქთ,მოგვიყევით მათ შესახებ? ოოო მიუხედავად იმისა რომ ერთერთ კითხვაზე გიპასუხეთ ექიმი პირადზე წინ პროფესიას აყენებსთქო, ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტულია. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა.ოჯახი შევქმენი 1994 წელს 17 წლის ასაკში.ჩემი მეუღლე ნინა ბეჭვაია პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია.ჩვენ ჯერ კლასელები და შემდეგ უკვე კურსელები ვიყავით.პირველი შვილი ნინი ჯანაშია შემეძინა 1995წელს,რომელიც დღეს უკვე დიპლომირებული დიპლომატია.1996წელს შემეძინა ვაჟი ნიკა ჯანაშია,რომელიც პროფესიით იურისტია.2004წელს კი შემეძინა მესამე შვილი ლიზა ჯანაშია,რომელიც ამჟამად მე-9 კლასის მოსწავლეა.უკვე სამი წელია, რაც ჩემმა ვაჟმა შექმნა ოჯახი და გვყავს რძალი,ელენე კაკოიშვილი,პროფესიით მარკეტოლოგი. ამ წლის თებერვალში დაიბადა ჩვენი ოჯახის მთვარი წევრი ნენე ჯანაშია და ჩვენ უკვე ახალგაზრდა ბაბუა და ბებია ვართ.ამ პატარა გოგომ შეცვალა მთელი ოჯახის ცხოვრება და მის გარშემო ვტრიალებთ ყველა. გვყავს ასევე ორი პატარა ოჯახის წევრი იორკშერსკი ტერიერები,ჯიჯი და მიმი.მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მყავს დიდი, თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი და ვთვლი რომ ტყუილად არ მიცხოვრია.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here