ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

0
1232

ლაშა უჩავა მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როგორი ბავშვი იყო ლაშა?ლაშა ბავშვობაში, როგორც ამბობენ ცელქი იყო, დავიბადე ქალაქ სამტრედიაში, ბავშვობაში ზაფხულის პერიოდს ვატარებდი სამეგრელოში, კერძოდ მარტვილში, სადაც ბებია და ბაბუა გველოდებოდა დიდი სიყვარულით მე და ჩემს დას, მე გარკვეული ეპიზოდები მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, მახსოვ წამლებისადმი სიყვარული, ამის გამო საავადმყოფოში მოხვედრა (ალბათ იყო რაღაც ექიმური თავიდანვე ჩემში , მახსოვს მეგობრებთან ერთად კორპუსის ეზოში დადგმული კონცერტები, სადაც მეზობლებისათვის ბილეთებს ვყიდდით და შეგროვილი თანხით კარგ სუფრას ვშლიდით (ლიმონათებით, ფუნთუშებით და შოკოლადებით, 90-იანი წლები იყო ჩემი ბავშვობა, ალბათ ყველას გვახსოვს ეს პერიოდი არა შუქრი, არა წყალი, არა გაზი და არა კიდევ ბევრი რამ, ვცდილობდით ბავშვებს გვენახა გარკვეული გასართობი, რითიც დიდებსაც (და განსაკუთრებით მშობლებს) ვახალისებდით, მიუხედავად აღნიშნული წლებისა, ვფიქრობ ჩემი ბავშვობა ლაღი იყო, მახსენდება ტკბილად ის წლები და ვფიქრობ მაინც არაფერს შევცვლიდი უკან დაბრუნებისას, მახსოვს და მიყვარს მაშინდელი მეგობრები, რომელთა უმრავლესობასთან დღემდე მაქვს კავშირი და მეგობრობა.

როდის მიხვდით რომ გინდოდათ ექიმი გამხდარიყავით?ბავშვობაში მუდმივად ვთამაშობდით ხოლმე გარკვეულ სიტუაციებს, მე მხოლოდ ორი პროფესიით ვიყავი ჩართული ამ თამაშებში ან ექიმი და\ან ჟურნალისტი და მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტის როლს ვირგებდი, ატრიბუტად (მიკროფონის სახით) ფონეიდოსკოპს ვიყენებდი, იმ პერიოდში (საუბარია 3-6 წლის ასაკში) კითხვისას: “რა უნდა გამოხვიდე როცა გაიზრდები?” პასუხი იყო შემდეგი: “ექიმი, რომელსაც მუცლიდან ბავშვები ამოყავს” ანუ ბავშვობიდან მქონდა ექიმობის სურვილი, თუმცა ასაკის ზრდასთან ერთად, როდესაც დავიწყე გარკვეულ წრეებზე სიარული (თეატრი, მუსიკა, ევროპული ცეკვები, მხატვრული კითხვა და ა.შ) სხვადასხვა ვერსიები მომდიოდა თავში პროფესიასთან დაკავშირებით, 14-15 წლის ასაკში უკვე მქონდა გადაწყვეტილი თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა სამსახიობო ან ჟურნალისტიკურ ფაკულტეტზე, გარკვეული მიზეზების გამო მეათე კლასის დასაწყისში (სექტემბერში) მშობლებს გამოუცხადე, რომ სკოლაში აღარ წავიდოდი და უნდა ჩამებარებინა კოლეჯში, ვინაიდან სასწავლო წელი უკვე დაწყებული იყო და თითქმის ყველგან მიღება დამთავრებული, ერთადერთი შემოთავაზება სამედიცინო კოლეჯი გახლდათ, იმისათვის, რომ წელი არ დამეკარგა ჩავაბარე გამოცდები და დავიწყე სამედიცინო კოლეჯში სწავლა, მიუხედავად ამისა მაინც მქონდა გადაწყვეტილი, რომ კოლეჯის დამთავრების შემდგომ არა მედიცინის ფაკულტეტზე, არამედ თეატრალურში ჩავაბარებდი, თუმცა როდესაც დავიწყე უკვე სამედიცინო დისციპლინების სწავლა, ლიტერატურის წაკითხვა და ა.შ, რათქმაუნდა დავრჩი მედიცინაში და ალბათ ბავშვობიდან ეს მაინც სულ ჩემთან იყო.

როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?სტუდენტობის წლები, ალბათ ერთერთი საინტერესო და ბევრი გარდატეხის წლებია ყველასათვის და მათ შორის ჩემთვის, ამ დროს უფრო მეტად სწავლობ დამოუკიდებელ ცხოვრებას, იღებ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, უკვე ხარ იმ ასაკში, როდესაც შედარებით მარტივად შეგიძლია ცუდის და კარგის გარჩევა და იძენ ისეთ მეგობრებს, რომლებიც შენიი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდებიან, ამ პერიოდშიც, როდესაც გადიხარ სხვადასხვა დისციპლინა, შემდგომი პროფესიის არჩევა რთულია, გინდა, რომ ყველა პროფესიაში სცადო ბედი, მეც ესე მოვიქეცი, დავიწყე ქირურგიით, შემდგომ მეოთხე კურსზე, როდესაც გავდიოდით ენდოკრინოლოგიას და კათედრის ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი ელენე გიორგაძე, შემომთავაზა მემუშავა მასთან კათედრაზე და მეცადა ბედი ენდოკრინოლოგიაში, შემომთავაზა გარკვეული ანაზღაურებაც და ალბათ დამეთანხმებით, რომ სტუდენტობისას ნებისმიერი თანხა “ტკბილია” (მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი და იმ პერიოდისათვის შეიძლება ითქვას სოლიდურ თანხას ვიღებდი ყოველთვიურად), დავიწყე კათედრაზე სიარული სადაც ვეცნობოდი სხვადასხვა ნოზოლოგიებს და პარალელურად ვმორიგეობდი იქვე სტაციოინარში, თავიდან სანიტრის რანგში, რის გამოც გარკევულ ანაზღაურებასაც ვიღებდი, თუმცა უფრო მეტ გამოცდილებას, შემდგომ გადავედი მედძმად, შემდგომ უკვე ექიმის დამხმარედ და შემდგომ პროფესორის ასისტენტად, მოკლედ ქალბატონი ელენეს ძალისხმევით, ყურადღებით შემიყვარდა ენდოკრინოლოგია, შეიძლება ითქვას ჩამითრია.

რომ არა ექიმი ვინ იქნებოდა ლაშა უჩავა?დღესდღეობით, რომ არა ექიმი ვერ წარმომიდგენია სად იქნებოდა ლაშა უჩავა, ეს არის დღეს მთელი ჩემი ცხოვრება და არის ბედნიერება, როდესაც ყოველდღიურად ისმენ მადლიერი პაციენტისგან საქებ სიტყვებს, ალბათ ეს ექიმის ყველაზე დიდი ჯილდოა

ლაშა ძალიან წარმატებული ხართ, როგორ ფიქრობთ რისი დამსახურებაა ეს?თუ თვლიან, რომ წარმატებული ვარ ეს ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვებაა, ვფიქრობ ძემოთ ხსენებული ყველა პერიოდი იყო ჩემი წარმატების მიზეზები, 90-იანი წლები – რაც დიდი გამოცდილებაა იმისათვის, რომ გაიაზრო მატერიალური ფუფუნება არ ქმნის ცხოვრების აზრს, პროფესიაში უნდა იცოდე ყველა საფეხური, როგორც გითხარით ჩემი სამედიცინო სფეროში სამუშაო გამოცდილება დაიწყო სანიტრობიდან და ეს ჩემთვის დღემდე საამაყოა, რადგან ვთვლი, რომ უნდა იცოდე ყველა საფეხურზე რა სამუშაოს ასრულებს შენი კოლეგები, რადგან დაფასება გქონდეს მეტი, რათქმა უნდა ელენე გიორგაძე, შეიძლება ითქვას, რომ მოვხვდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე, სადაც შმამჩნია ქალბატონმა ლენამ და ყველაზე დიდი წილი ჩემი წარმატებისა მისი დამსახურებაა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ მყავს ორი შობელი საერო ცხოვრებაში ჩემი მშობლები – დედა და მამა, ხოლო სამედიცინო სფეროში ჩემი მშობლები არიან პროფესორი ელენე გიორგაძე და მისი მეღლე პროფესორი ვასილ ჩაჩიბაია.

რთულია ექიმობა?ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულეები და რათქმაუნდა ექიმობასაც, ხშირად უსმენ ადამიანების ტკივილს არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ არამედ სოციალური მდგომარეობითაც, ხშირად მოდის პაციენტი, რომელსაც იცი რომ ვერაფრით დაეხმარები გარდა ნუგეშისა, აქედან გამომდინარე რათქმაუნდა რთულია, მაგრამ სირთულეების გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ექიმობა ჩემი ცხოვრებაა.

ტრადიციული კითხვები: რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი “ექიმები 2018” და “წლის ექიმი 2018”-ს ნომინაცია?“ექიმიები 2018″ ჩემთვის და ნებისმიერი ექიმისათვის ვფიქრობ დიდი სტიმულია, დიდი სტიმულია მომავალი ექიმებისთვისაც, ვთვლის, რომ შესანიშნავი პროექტია, რომელმაც ეხლა აიღო სტარტი და დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაგრძელდება, რაც შეეხება” წლის ექიმი”-ს ნომინაციას, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სფეროში და მათ შორის მედიცინაშიც, გარკვეული წახალისება და ნებისმიერი ჯილდო სასიხარულოა და გაგრძნობინებს, შნი პროფესიის მნიშვნელობად და ამ პროფესიაში შენი ყიფნის აუცილებლობას.

 

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here